|
2023-06-17 16:07:31, 1099 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტს, რომელიც მმართველი გუნდის პროტესტის გამო ნაცემ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, უცნობი პირი პალატაში თავს დაესხა
მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტების გამო თავს დაესხნენ, დაშავდა სტუდენტი, ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ლუკა შველიძე, რომელიც ნაცემ მდგომარეობაში პალატაში იმყოფებოდა, მოულოდნელად მას პალატაში უცხო კაცი თავს დაესხა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. "სამოქალაქო ფორმით იყვნენ მოსულები, გარბიან. წამოდგომა მომიწია, გამოვეკიდე და ვუყურებ, რომ იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია, საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა ეს. იარაღიანი პიროვნებები გამომიგზავნეს აქ და რომ არ გამოვსულიყავი და არ შემეჩერებინა, პოლიცია ვერ გადაიყვანდა. რატომ არის ახლა დაკავებული, თუ პოლიციელი იყო რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში და რატომ იყო ნასვამი?", - ამბობს ლუკა შველიძე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)