|
2023-06-16 22:04:39, 998 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი რიჟვაძეზე - რუს ოფიცრებთან ერთად ჩემს აშენებულ „რედისონში“ ზიან და ჩვენს გმირებს დასცინიან
გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ომს უნდა ეჩვენებინა თუ რას გადაურჩა საქართველო 2008-ში, გმირი ჯარისკაცების დამსახურებით, ახლა კი „ხელისუფლება ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს”. “გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი. 2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა. სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, სადაც ახლა „ხელისუფლება” ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს. ბრავო ელგუჯა ბაგრატიონს და გიორგი კირთაძეს! მაგრად მოსვეს ეს რუსის მონები ადგილზე. მათ ასევე ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენს „სამარცხვინო მარცხზე“. უკრაინას მაინც უნდა ეჩვენებინა თუ რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში. რუსეთმა ვერცერთი თავისი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა და ეს ვერ უპატიებია დღემდე ჩემთვის პუტინს. სწორედ ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება. დღეს კიდევ ესენი რუს ოფიცრებთან ერთად ჩემს აშენებულ “რედისონში” სხედან და ჩვენს გმირებს დასცინიან, მე კი ტყვეობაში ვრჩები”, - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს “ლაჩრულად წაგებული” ომი უწოდა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)