|
2023-06-15 17:23:06, 757 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაში მონაწილეობს
იუსტიციის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით იუსტიციის სამინისტროში არსებულ პროგრესზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა გაეროს „შშმ პირთა უფლებების კონვენციის" (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციის მე-16 სესიაზე. "მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის პრინციპების მნიშვნელობას და შშმ პირთათვის გამარტივებული ინფორმაციისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვა 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტი საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით შემუშავდა, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ თემის წარმომადგენლები. კონფერენციაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის თავმჯდომარე გერტრუდა ოფორივა ფეფოამიდასთან",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)