|
2023-06-15 15:28:12, 637 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება გრძელდება
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება 2023 წლის 28 ივნისის ჩათვლით გრძელდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან: 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს. „I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები: 1. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 17 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში. 2. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 29 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში. 3. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 29 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში: უცხო ენა ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა /ისტორია / ფიზიკა/ სამოქალაქო განათლება (მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატა შემდეგი საგნები: ფიზიკა და სამოქალაქო განათლება, რომლის შერჩევას შეძლებთ საბაკალავრო პროგრამების მიხედვით) საბუთების მიღება განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 599 90 15 61”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)