|
2023-06-15 13:31:58, 683 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ ვითომ აღარ უჭერს მხარს პერსონალიზებულ მიდგომას, მაგრამ აქვთ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას
საინტერესოა, დღეს „ნაცმოძრაობა“ ვითომ აღარ უჭერს მხარს პერსონალიზებულ მიდგომას, მაგრამ სინამდვილეში, მათ დღემდე აქვთ დაინიცირებული, ეს არის აქტიური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას. აქაც გაიჭედნენ ისინი, -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, იკვეთება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. „საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ერთ მხარეს არის ევროკომისიის რეკომენდაცია, მეორე მხარეს ვენეციის კომისიის პოზიცია, მესამე მხარეს ნაცმოძრაობის პოზიცია. ისინი თან ამბობენ, რომ ერთმანეთთან არიან თანხვედრაში, თან გამოდის, რომ სხვადასხვა მხარეს არიან. გაუგებარია, თან აკრიტიკებ პერსონალიზებულ მიდგომას და თან შენ თვითონ გაქვს დაინიცირებული კანონპროექტი პერსონალიზებული მიდგომით. აქ თავადაც ხედავთ, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)