|
2023-06-14 12:46:37, 640 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ და მცენარეებს აზიანებენ, რაც ძალიან სამწუხაროა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახშირებული ვანდალიზმის ფაქტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების დაზიანების ფაქტები. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ, რაც ხე-მცენარეების დაზიანებას იწვევს. „ვანდალიზმი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სკვერები, პარკები, განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელთა მიზანმიმართული დაზიანება ხდება. თუ აქამდე საუბარი იყო საპარკო ინფრასტრუქტურაზე, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ბოლო თვეებია ახალრეაბილიტირებულ სკვერებში ხდება ხეების დაზიანება, მათი მოპარვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ზიანდება ხე-მცენარეები და გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ. გვაქვს შესაბამისი ვიდეოკადრებიც. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება. მძიმეა და გულდასაწყვეტი, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ყველაფერი საუკეთესო გავაკეთოთ. ამაში იხარჯება თქვენივე თანხები, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ ახალი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ვანდალიზმის ფაქტებს ერთად შეებრძოლოს. „დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ერთად დავდგებით, ერთად შევებრძოლებით ვანდალიზმს და ამ უმსგავსო ფაქტებს. რეკრეაციულ სივრცეებს რომ ვაკეთებთ, იქ შინაური ცხოველებისთვის სპეციალურ ადგილებს გამოვყოფთ სასეირნოდ, სავარჯიშოდ, მაგრამ არ ვიცი, რატომ უნდა ავარჯიშო და გაწვრთნა ძაღლი ხე-მცენარეზე და ამით გამწვანება დააზიანო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)