|
2023-06-14 11:53:52, 687 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენი ვალია, გამოვიჩინოთ მუდმივი სიფხიზლე, რათა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა იყოს შეუქცევადი პროცესი ჩვენს ქვეყანაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს ეხმიანება და წერს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა შშმ პირთა უფლებების გასამტკიცებლად არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ყველას ვალია, მუდმივი სიფხიზლე გამოიჩინოს, რათა ქვეყანაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა იყოს შეუქცევადი პროცესი. "14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. მეათე მოწვევის პარლამენტმა შშმ პირთა უფლებების გასამტკიცებლად არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის: გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, სოციალური პაკეტის ინდექსაციის დაკანონება ყველა კატეგორიის და ასაკის შშმ პირებისთვის, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა 37,4 მილიონი ლარიდან 66 მილიონ ლარამდე. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციების დამტკიცება. თუმცა, შშმ პირთა საკეთილდღეოდ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, ამავდროულად გაზრდილ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ამიტომ ჩვენი ვალია, გამოვიჩინოთ მუდმივი სიფხიზლე, რათა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა იყოს შეუქცევადი პროცესი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობითა და მათი სრულფასოვანი ჩართულობით შეგვიძლია მხოლოდ შევქმნათ თანაბარი და ინკლუზიური გარემო, რომელშიც არა მხოლოდ შშმ პირების, არამედ თითოეული მოქალაქის უფლება მაღალი სტანდარტით იქნება დაცული", - წერს შალვა პაპუაშვილი.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)