03:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 17:50:55, 1470 ნახვა

რეგიონი
კასპის მერმა 13 ივნისის წყალიდობის დროს დაღუპული მეხანძრე მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ აღაიანში პატივი მიაგეს მეხანძრე მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 13 ივნისს, მდინარე ვერას ადიდებისას ზურაბ მუზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიკვდილს 7 ადამიანი გადაარჩინა - თვითონ კი მდინარეში გაუჩინარდა. ზურაბის ცხედარი წყალდიდობიდან მესამე დღეს „მზიურის" პარკის ტერიტორიაზე იპოვეს, ის 37 წლის იყო.

„მეხანძრე წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის" დაჯილდოვდა, ხოლო თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნუცუბიძის პლატოზე ზურაბის სახელი ეწოდა.

ზურაბის სახელი მინიჭებული აქვს მშობლიური სოფლის აღაიანის სპორტულ დარბაზს, იგი ყოფილი მოჭიდავე იყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics