|
2023-06-10 17:21:41, 897 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სტუდენტებზე - მათი ორიენტაცი არეულია, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ
მათი ორიენტაცია არის არეული, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. კობახიზის თქმით, "ამ ახალგაზრდების პოლიტიკური ორიენტაცია არეულია და საჭიროა, რომ მათი ორიენტაცია სწორ რელსებზე დადგეს". "პირველ რიგში, ეს იყო ტელეკომპანია ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსულები, ისინი იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში მოსული იყო ფორმულასთან აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაშია მისი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, მათ შორის, ამ ახალგაზრდების გადასარჩენად",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე სტუნდენტმა პროტესტის ნიშნად ირაკლი კობახიძეს ლექციის დასრულების შემდეგ რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)