|
2023-06-08 11:17:16, 700 ნახვა
პოლიტიკა
დოდონმა მოლდოვის ხელისუფლებას საქართველოს ხელმძღვანელობის მაგალითის მიბაძვისკენ მოუწოდა
პრორუსი პოლიტიკოსი, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყნის ხელმძღვანელობამ საქართველოს მაგალითს უნდა მიბაძოს, რომელმაც უარი თქვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე. - TASS-ის ცნობით, ამის შესახებ დოდონმა ტელეარხის ექსკლუზივის ეთერში განაცხადა. „ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს რუსეთში თავისუფალ ექსპორტზე და იმ პირობებში, როცა დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, სცადონ ჩვენი საქონლის მიწოდება იქაც და იქაც, როგორც ამას აკეთებს საქართველო. ეს გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის ზრდას. ხელისუფლების განცხადებები, რომ დსთ-სთან შეთანხმებები უნდა გაუქმდეს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, სიცრუეა. განცხადებები, რომ ეს ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს, რადგან არ მუშაობს, კიდევ უფრო დიდი ტყუილია. დსთ-სთან ხელშეკრულებების გაუქმება დამატებითი მძიმე, შესაძლოა, საბედისწერო დარტყმაც იქნება მოლდოვის ეკონომიკისთვის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობისთვის. თუ ეს ბაზარი არ არსებობს, რა ვუყოთ ჩვენს საქონელს? ევროპა მათ არ იყიდის“, - განაცხადა დოდონმა. მან ასევე სიცრუე უწოდა მოლდოვის ხელმძღვანელობის დაპირებებს 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. „მოქალაქეების მოტყუება არ არის საჭირო. მოლდოვა ევროკავშირის წევრი არ გახდება. საკმარისია საკუთარი პრობლემები და ქვეყნები, რომლებიც რიგს ელოდებათ გაწევრიანების მიზნით“, - თქვა მან. დოდონი კომუნისტების პარტიიდან მოლდოვის პრეზიდენტად აირჩიეს და ეს პოსტი 2016-2020 წლებში ეკავა. ის ცოტა ხნის წინ ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობას დაუბრუნდა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)