12:35 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 17:35:27, 729 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები

ჩვენ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები. მათი უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზრაშვილმა ქუთაისში, 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. 

აზარაშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მიმდინარეობს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.  

„აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინებს გადავცემთ, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. ჯამში, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის, საერთო ჯამში, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics