21:58 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 21:49:08, 1591 ნახვა

ომი უკრაინაში
მალიარი - უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და წარმატებას აღწევენ

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და წარმატებას აღწევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილმე, ანა მალიარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მთავარ ადგილებს იკავებს, მტერი კი თავდაცვის რეჟიმზეა გადასული და ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას. 

"ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს მათ შორის კონტრშეტევით ქმედებებს. ამიტომ, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეტევაზე გადავდივართ. ბახმუტის მიმართულებით წინ მივიწევთ ფართო ფრონტით. გვაქვს წარმატებები.

ვიკავებთ მთავარ ადგილებს. მტერი თავდაცვის რეჟიმზეა გადასული და ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას. ზუსტად იმის გამო, რომ რუსები ბახმუტში მარცხდებიან, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. აღმოსავლეთ ნაწილში ლოკალური ბრძოლები ასევე გრძელდება", - განაცხადა მალიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics