|
2023-06-05 14:17:11, 792 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ვმუშაობთ ახალი აეროპორტის მშენებლობაზე - ამ მიზნით თბილისში იდეალური ადგილია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი
საქართველოში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, მთავრობის მიზანია, საქართველო რეგიონის საავიაციო ჰაბი გახდეს, დღეს არსებული აეროპორტი კი, არ არის დამაკმაყოფილებლი და ვერ პასუხობს გამოწვევებს. მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომლის ასაშენებლადაც ვაზიანის ყოფილი აეროდრომი შეირჩა. "მინდა ამ დღის მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად, ეს არის ჩვენი, მე ვიტყოდი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე თევა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. მინდა მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი - ალბათ, დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უძლებს, შეიძლება ასე ითქვას, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, ჩვენ ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა. ეს არ უნდა იყოს 5 ან 10 წელზე გათვლილი პროექტი. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარინატი - ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება. ჩვენ თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი, მისი ადგილმდებარეობა ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჩვენ დავსვით ეკონომიკურ საბჭოზე, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია, ჩვენ თუ გვინდა 20, 30, 50 და თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენ მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, ამიტომ აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ადგილი, თბილისში არის, შეიძლება ითქვას იდეალური ამ მიზნით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ამიტომ, ჩემი დავალებით ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ჩვენი სურვილია ახლა, რომ ამ პროექტის შესწავლაში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები, ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარი არის თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრაზიტულ-ლოგისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო აეროპორტი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)