|
2023-06-05 00:07:11, 973 ნახვა
საზოგადოება
რატომ უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ბალიშები?
ორთოპედიული ბალიშების გამოყენება ეფექტურია, როგორც რაიმე სახის პათოლოგიის, ასევე დიდხანს ჯდომის, მგზავრობის ან უბრალოდ ძილის დარღვევის დროს. სავარძლის დასაჯდომი ბალიში აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას. სწორედ ამიტომ, ორთოპედიულ ბალიშებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ამ პროდუქტის ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია, შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიაც მრავალფეროვანია. ორთოპედიულ ბალიშებს განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულების დროს იყენებენ. განვიხილოთ, თუ რა სახის პრობლემების მოწესრიგებას უწყობს ხელს ქართულ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ორთოპედიული ბალიში: ● კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს. ● ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. ● სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. ის ასევე აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას. ● რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულ-ძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. ● ჩვილის ორთოპედიული ბალიში - შექმნილია ჩვილებისთვის 0 თვიდან. იმის გამო, რომ პატარები ძილში დიდ დროს ატარებენ, ორთოპედიული ბალიში მათი თავის ქალისა და ხერხემლის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ის ჰაერგამტარია და ბალიშს აქვს ბამბის დამცავი ზედაპირი, რომელიც მარტივად ირეცხება. ორთოპედიული ბალიშები თავს, კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ მისი ხშირი გამოყენება ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს - ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)