02:39 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-04 16:04:58, 846 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

თბილისში აქციაზე 50-მდე ადამიანი მივიდა - გადასახლებულები რუსეთის ფედერაციიდან. აქციის მონაწილეები საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების წინ შეიკრიბნენ. ყველას შეეძლო თავისი აზრის გამოხატვა სპეციალურად დამონტაჟებული მიკროფონის დახმარებით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის კოლონიაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის გუნდმა მოუწოდა რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობას, 4 ივნისს გამოვიდნენ და მხარი ალექსეი ნავალნის დაუჭირონ. თარიღი შემთხვევით არ შეირჩა - დღეს ნავალნი 47 წლის გახდა.

Meduza-ს ცნობით, ქალაქ ხაბაროვსკში რუსი ოპოზიციის ლიდერის მხარდამჭერი აქციის ორი მონაწილე დააკავეს. სხვებისთვის პოლიცია ამოწმებს საბუთებს და აღნიშნავს, რომ „აქცია არ არის დამტკიცებული“ და აფრთხილებს „კანონის დარღვევის დაუშვებლობაზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics