|
2023-06-03 18:20:22, 769 ნახვა
საზოგადოება
საიას ხელმძღვანელი - შსს-მ პარლამენტთან დაკავებულებს დაკავების ვადა 48 საათამდე გაუგრძელა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულ უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა,- აღნიშნულის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს. ქურდოვანიძეს თქმით, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკას, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსს, ხელისუფლება დამატებით სადამსჯელო მექანიზმად იყენებს. "გუშინ დაკავებულებს, მათ შორის, ედუარდ მარიკაშვილსს და საბა ბრაჭველს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა. ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა. პარლამენტმა შსს-ს მისცა უფლება, დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა. კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური. ამას ადასტურებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატრორში მყოფი 1994 დაკავებულიდან, დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს 220 პირს. თითქოს ამ სტატისტიკაში უცნაური არაფერია, დაახლოებით 11% -ს გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა. თუმცა, აქ უფრო საინტერესო ისაა, ვისაც გაუხანგრძლივდა, მათგან რამდენი იყო აქტივისტი. ამის ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა, ეს პერიოდი ემთხვევა მარტის აქციებს და მასშტაბურ დაკავებებს. 7-8 მარტის აქციებზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწინილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს", - წერს ქურდოვანიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო 10-მდე მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. აღსანისნავია რომ დაკავებულებს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)