13:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 12:16:54, 967 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მოადგილემ მმართველთა კომიტეტის მეოთხე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - მმართველთა კომიტეტის მეოთხე შეხვედრაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” - ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

"შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ, პროექტის ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარება და მიღწეული შედეგები განიხილეს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ - კატალინ გერმანმა, და „UNOPS”-ის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართველ სამართალდამცავთა შესაძლებლობებს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით როგორიცაა: კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, საგზაო უსაფრთოხება და სხვა.
ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისს (UNOPS) გადმოცემული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს.

აღნიშნულ პროექტს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) 2020 წლიდან ახორციელებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, მაღალ-ტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის მიწოდებით, ისე საგანგებო და კატასტროფებზე რეაგირების ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics