|
2023-06-02 18:28:34, 1088 ნახვა
საზოგადოება
სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში 3 და 4 ივნისს ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ 9 აპრილის ბაღში ჩატარდება. სოციალური საწარმო „VINTYLATOR“-ისა და სარეკლამო სააგენტო „BETTERFLY“-ს ორგანიზებით, ღონისძიებაზე მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი 70-ამდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“ და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. „მწვანე ბაზრის“ ტერიტორიაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ სივრცეში 13:00-იდან 20:00 საათამდე გაიმართება ვორქშოპები და საუბრები გარემოზე ზრუნვასა და პლანეტის მწვანე მომავალზე. ფესტივალის სპიკერები იქნებიან სხვადასხვა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით შეაქვთ წვლილი პლანეტის კეთილდღეობაში. ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მუდმივად მხარს ვუჭერთ მწვანე მომავალზე ორიენტირებულ სხვადასხვა პროექტს. ამ თემაზე სასაუბროდ ეს ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა. თეგეტას სივრცეში გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ პლანეტაზე ზრუნვის საკითხებზე და საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად გავაცნოთ „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის მიმართულებები“. 4 ივნისს ფესტივალზე მისულ სტუმრებს ეკო მარკეტი დახვდებათ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვინტაჟური ნივთი, სოციალური საწარმოებისა და მწვანე მეწარმეების ნამუშევრები, მდგრადი მოდისა და პროდუქტის შემქმნელების ნამუშევრები, ვინტაჟური სამოსის აქსესუარები. ასევე მარკეტზე იქნება შეკეთებული ნივთების ზონა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ვორქშოპებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)