|
2015-02-09 15:40:46, 666 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წლის პროგრამების პრეზენტაციას იწყებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 10 თებერვლიდან მუნიციპალიტეტებსა და სამედიცინო დაწესებულებებში 2015 წლის პროგრამების გაცნობას იწყებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, თემის რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრებიან. მათ მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ. 2015 წელს სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 10 პროგრამას ახორციელებს, ესენია: გულის ქირურგია; მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინი დახმარება; სახსრების ენდოპროთეზირება; ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა; სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება; სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობა; სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზრაურება; სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია; ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია; მიუსაფარ დედათა და ბავშვთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა; სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა; უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა „თეთრი“ ხელჯოხებით; 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარება; ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება; 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთ აოჯახების დახმარება. ამასთან, სამინისტრომ წელს პირველად დაიწყო ძვირადღირებული კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაციის და ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვი საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსებასა. გაზარდა სახსრების ენდოპროთეზირების ოპერაციების დაფინასების პროცენტული მაჩვენებელი. ასევე, წელს პირველად მოხდება შშმ პირებისათვის უსინათლოთა ხელჯოხების შეძენა და ახალშობილებში სმენის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული გამოვლენის მიზნით სკრინინგის პროგრამის ამოქმედება. სამინისტრო 2015 წლის პროგრამების პრეზენტაციას სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთან ერთად გამართავს.
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)