|
2023-06-02 13:56:47, 699 ნახვა
საზოგადოება
„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობთ, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) პრინციპების შესაბამისად, მოიცავს თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ძუძუმწოვრების და უმაღლეს მცენარეთა შესაბამისი სახეობების შერჩევას. „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის მოსამზადებლად, შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს სახეობების შერჩევის და პრიორიტეტიზაციის მეთოდიკასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)