|
2023-06-01 22:41:02, 858 ნახვა
საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს [ვიდეო]
პარლამენტთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. როგორც თვითმხილველი რაფიელ კაკაბაძე აცხადებს, როგორცკი ბექა გრიგორიადისმა დააპირა კარვის გაშლა, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით წაართვეს და შემდეგ დააკავეს. "მეხუთე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა, მის თანამოაზრებთან ერთად, პარლამენტის უკან ათენებს ღამეს. შსს ყოველ ჯერზე ძალადობრივად გვართმევს კარავს. გამოვიდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ რუსული რეჟიმის უკანონო საქციელი და ხვალ იგივე არ განმეორდეს. ჩვენი შვილები იმსახურებენ სამართლიან, თავისუფალ გარემოს და არა რუსულ რეჟიმს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)