03:41 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 16:44:21, 841 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება - ეს განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს

საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება, ეს განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, მაშინ, როცა მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს.

"ეს ყველაფერი აღშფოთების საფუძველს იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება. მაშინ, როცა მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, ამ ვითარებაში საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს. ბუნებრივია, ეს განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო და ბელარუსი "სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics