|
2023-06-01 16:13:44, 990 ნახვა
საზოგადოება
PHR - სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
PHR-ი ასევე აუბრობს იმ გამოწვევებზე, რაც 2023 წელს ქვეყანაში რჩება ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში. "ბოლო წელს, წინა რამდენიმე წლის მსგავსად, მკვეთრად გაუარესდა მთავრობის თანამშრომლობა ბავშვთა უფლების დამცველ ორგანიზაციებთან. ამ ორგანიზაციების მოსაზრებები ფაქტობრივად აღარ აისახება სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში, გართულებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და ბავშვთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიღებაც. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო „რუსული კანონის“ ინიცირება და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში, რაც, მათ შორის, საფრთხეს სწორედ ბავშვთა კეთილდღეობაზე და უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უქმნიდა და პირდაპირ აზიანებდა ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, 2022 წლის ანგარიშში მიუთითებს, გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი „საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო“ შეუჩერდათ, რაც, მეტი ალბათობით, მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობების გამო, ქვეყნის დატოვებასთან არის კავშრიში",- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)