|
2023-06-01 12:25:44, 699 ნახვა
საზოგადოება
ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. უწყების ინფორმაციით, ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ. "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, დასაქმების ფორუმები მუდმივად ტარდება თბილისსა და რეგიონებში. ფორუმების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა ურთიერთდაკავშირება და მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება. ფორუმის პარალელურად, დღეს ახალციხეში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ ახალციხის ადგილობრივ ოფისს და გაეცნონ აქტიურ ვაკანსიებს ან ჩაერთონ პროფესიული სწავლების სხვადასხვა პროგრამებში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური რეგიონის ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის, თვიმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის’’ ორგანიზებით ჩატარდა. ახალციხის შემდეგ, დასაქმების ფორუმს უკვე კახეთი უმასპინძლებს",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)