|
2023-06-01 12:18:44, 644 ნახვა
საზოგადოება
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა
საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ახლად აშენებული ორკილომეტრიანი მონაკვეთი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ახალი საავტომობილო გზის უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რომელიც 2019 წელს დავიწყეთ და რთული განსახორციელებელიც იყო მისი რელიეფიდან გამომდინარე. იყო კონკრეტული, მეწყერსაშიში ადგილები და მოგვიწია მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, რომ ეს მონაკვეთი პირველ რიგში, ყოფილიყო უსაფრთხო და ყველანაირად გამართული უპრობლემო გადაადგილებისათვის. ყველა ეს ზონა დამუშავებულია. პრევენციული ღონისძიებები გერმანელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა. გარდა ამისა, მოეწყო კუნძულები, რომელიც არის გამწვანებული, თავისი განათებებით. ასევე, გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ფერდების დამცავი ბადეები გაკეთდა, რომ ყველანაირად უსაფრთხო იყოს და დაცული ქვათაცვენისგან. ეს ოთხზოლიანი, ბეტონის გზა დღეიდან მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა. „დაგეგმილი გვაქვს მარშალ გელოვანის სრული რეაბილიტაცია, რადგან ეს გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. „ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა. როგორც ცნობილია, გზის მშენებლობის პროცესში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა. ფერდის გამაგრებისთვის, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, 11 ლოკაციაზე მოეწყო ფერდის დამცავი ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, განხორციელდა ფერდების ფორმირება და დატერასება. ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, გზის შუა გამყოფი ზოლი, გამწვანებული კუნძულები და სარწყავი სისტემა მოეწყო; 2800 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი და დაირგო 700-მდე ნერგი, ხოლო 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიყარა მულჩის საფარი. აღსანიშნავია, რომ მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყო, რომელიც ადაპტირდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)