04:47 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 20:17:04, 1071 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე ზურაბიშვილზე - თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, სიტყვები საქმით გაამყაროს

თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, მაშინ, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები უნდა გაამყაროს საქმით, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.

"თუ პრეზიდენტი გულწრფელია თავის სიტყვებში, თუ მართლა ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი არის უმნიშვნელოვანესი და თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, მაშინ, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები უნდა გაამყაროს საქმით. ამისთვის მან უნდა გააკეთოს შემდეგი: შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმარი, ნიკა გვარამია", - განაცხადა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics