|
2023-05-31 16:38:15, 737 ნახვა
საზოგადოება
კალაძე „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი პროექტის შესახებ - ქალაქის ურბანულ განვითარებაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სამსახურები და არა თბილისის მერი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილ მშენებლობის პროექტს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტის ავტორებს მისი გამოსწორება მოუწევთ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. „ამ პროექტზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გამოტანილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე და მოწონებულია. თუ რამე ხარვეზი იქნება აღმოჩენილი, რა თქმა უნდა, მოუწევთ ამის გამოსწორება. როდესაც რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგწვდით. რაც შეეხება კითხვას, მომწონს თუ არა პროექტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება მე მომწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ამით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ჩემი გემოვნებით ვერ ვიხელმძღვანელებთ. თბილისს ჰყავს შესაბამისი უწყებები, სადაც უამრავი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს. ისინი განიხილავენ მსგავს პროექტებს და ისე იღებენ გადაწყვეტილებას და არა თბილისის მერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული პროექტი ატარებს თუ არა პოლიტიკურ მოტივს, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი უწყებები სამშენებლო ნებართვებს გასცემენ ურბანული და არქიტექტურული შესაბამისობის მიხედვით. „ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული, სწორი განვითარება და არქიტექტურა იყოს შესაბამისობაში. როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ და იმას ვუყურებთ, კონკრეტული პროექტის უკან ვინ დგას, რომელი კომპანიაა, ჩვენი მხარდამჭერია, თუ ოპოზიციის და ამის მიხედვით გავცემთ ნებართვებს? შეიძლება ასე იყო წლების წინ, 2012 წლამდე. არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია. არ იფიქროთ, ვინმეს რამეში ვადანაშაულებდე. გარწმუნებთ, რომ ამჟამად, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ჩვენი სამსახურების მიერ. ყურადღება ექცევა იმას, ურბანულად რამდენად სწორია და არქიტექტურისთვის შესაბამისი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)