19:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 15:01:21, 727 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მესამე მიკრორაიონში პარკი ეწყობა

გლდანის მესამე მიკრორაიონში, 9 000 კვ.მ ფართობზე პარკის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება მისთვის და მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.  

„გლდანის მესამე მიკრორაიონის N85-87-88 და მე-4 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე, რაიონის გამგეობა პარკს აწყობს. ეს სამუშაოები დაწყებულია. პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებლი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკისა და ფიტნესსივრცეები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება სხვადასხვა სახის საპარკო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სრულად გამწვანდება. დაახლოებით, 1 200 000 ლარი ჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ერთია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სკვერებისა და პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის კუთხით, პარალელურად, გამგეობები თავიანთ რაიონებსა და უბნებში აწარმოებენ ამ ტიპის სამუშაოებს, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების განხორციელებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics