12:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 12:45:59, 788 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილე იეგიაზარ ავაგიანი და საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"სომხეთის გენერალურმა პროკურორმა, ქართველ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას.                

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics