|
2023-05-30 12:45:38, 702 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ივანიშვილმა სააკაშვილის ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი შეცვალა
ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ესაა ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში, რომელმაც შეცვალა ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის, იმიტომ, რომ სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა ივნისისთვის დასრულდება, თუმცა შეუსრულებელი რჩება ერთი რეკომენდაცია - დეპოლარიზაცია, ან პოლარიზაციის დასრულება. „რახან იკითხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხი, ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. კარგად იცით, რომ მსგავსი კანონი მემგონი ორი წლის წინ მიიღო უკრაინამ, და ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება. ამიტომ, უკრაინის მაგალითი ავიღეთ და ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ კანონპროექტი, მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, რატომ არ გვჭირდება, ვერ ვხვდები. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზეა საუბარი. კანონის მიღება-არ მიღების საკითხი მინდა გავშალო. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ის არის, რომ მე არ მინდა აქ საქართველოს პოლიტიკაზე ვისაუბრო, მაგრამ რახან იკითხეთ, რეალური ოლიგარქი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. თქვენი ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ. როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ ბრალდებებს. უსაფუძვლო და არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. ამიტომ, რახან იკითხეთ დამფუძნებლის, ბატონი ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში, რომელმაც შეცვალა ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის. იმიტომ, რომ სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში, ქუჩებში კლავდნენ, 300 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში და ეს ცვლილება უზარმაზარია. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა",- განაცხადა პრემიერმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)