11:10 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 11:58:34, 752 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში

მინდა აგიხსნათ. თუ ჩვენ განვსჯით, ვთქვათ, ქვეყნის მუშაობას, მის დამსახურებას უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ წინ, ორჯერ, სამჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, "თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, თუ საუბარია მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია გეოგრაფიის გამო,  მიმდინარე ოკუპაციის გამო". 

„კვლავ ვიტყვი, რომ 20% კვლავ ოკუპირებულია. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. არ მინდოდა ამაზე საუბარი. 

უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და მერე 2008 წელს რუსეთთან. პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან.

ჩვენ რას ვაკეთებთ იცით, ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა", -  განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics