04:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 17:02:36, 1398 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, საბოლოოდ მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს

დროა, რუსულმა რეჟიმმა ობიექტურ რეალობაზე იფიქროს, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, საბოლოოდ მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს 

"სრულმასშტაბიანი ომის მეთხუთმეტე თვეში, ოფიციალურმა კრემლმა (პესკოვის მიერ) საბოლოოდ ჩამოაყალიბა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანი: აღეკვეთა ბელგოროდის რეგიონის დაცემა. ძალიან უგუნური და შორსმჭვრეტელი. მათ უნდა იფიქრონ ერთი ნაბიჯით წინ და დაიწყონ "რუსული გამარჯვების" ახალი საინფორმაციო კამპანია.

სერიოზულად კი, დროა, რუსულმა რეჟიმმა ობიექტურ რეალობაზე იფიქროს, რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს საბოლოოდ", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics