|
2023-05-23 11:35:57, 679 ნახვა
საზოგადოება
გაბუნია - საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა
საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა დააჩქაროს პროგრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევისკენ და გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა, - აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დელეგატებს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის გლობალური სტრატეგიის იმპლემენტაციის შედეგები გააცნო. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის ანტენატალური, პერინატალური და მშობიარობის შემდგომი მზრუნველობის გაძლიერებისკენ. „ანტენატალური სერვისების პაკეტი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს, მუდმივად ფართოვდება არსებული მტკიცებულებებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. დაინერგა მომსახურების მიწოდების ახალი მეთოდები, მათ შორის ტელემედიცინა, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგულარული ანტენატალური მეთვალყურეობა, ასევე მუდმივი კომუნიკაცია ოჯახებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს შორის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 76-ე სესიაში იღებენ მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)