17:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 18:34:21, 808 ნახვა

საზოგადოება
ხონში, ცოფის დადასტურებული შემთხვევის გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

ხონში ცოფის დადასტურებული შემთხვევის გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა, -  ამის შესახებ ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ განაცხადა.

ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ძაღლს, რომელმაც ხონში 3 ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა.

ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ძალღთან კონტაქტის არსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვისკენ მოუწოდებს.

"ხონის მუნიციპალიტეტში, "ყავის სახლი"- ს მიმდებარე ტერიტორიასთან (პოლიცის ძველი შენობის წინ) მოძრაობდა შავი ფერის ძაღლი, რომელმაც დაკბინა სამი ბავშვი მიმდინარე წლის 18 მაისს.

22 მაისს დამკბენ ცხოველს პირველადი კვლევით დაუდასტურდა ცოფი, ძაღლი დაეცა (მკვდარია).

თუ ვინმეს გქონდათ კონტაქტი მსგავს ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics