17:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 15:47:15, 783 ნახვა

საზოგადოება
ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ძაღლს, რომელმაც 3 ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც ხონში 3 ბავშვი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ძალღთან კონტაქტის არსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვისკენ მოუწოდებს.

"ხონის მუნიციპალიტეტში, "ყავის სახლი"- ს მიმდებარე ტერიტორიასთან (პოლიცის ძველი შენობის წინ) მოძრაობდა შავი ფერის ძაღლი, რომელმაც დაკბინა სამი ბავშვი მიმდინარე წლის 18 მაისს.

22 მაისს დამკბენ ცხოველს პირველადი კვლევით დაუდასტურდა ცოფი, ძაღლი დაეცა (მკვდარია).

თუ ვინმეს გქონდათ კონტაქტი მსგავს ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას",- აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ლაჭყეპიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics