13:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-21 16:06:47, 748 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს

„ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, ოკუპაციის შესახებ კანონში მეტი რა უნდა დაირღვეს , რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

„ოკუპაციის შესახებ კანონში, ისინი აღიარებენ აფხაზეთის  დამოუკიდებლობას, ცალკე სახელმწიფოდ აღიარებენ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ლავროვები, ლავროვის ოჯახის წევრები, თავად იყვნენ ჩართული საქართველოს ოკუპაციაში, ეს, კონკრეტული ადამიანი- შვილი, ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, მეტი რა უნდა დაირღვეს , რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან და შეგახსენებთ, საქართველოს მეგობრები ჟურნალისტი - გორდონი არ შემოუშვეს საქართველოში, რაზე ვლაპარაკობთ - ჩვენს მეგობრებს,  ჩვენს პარტნიორებს არ უშვებენ და უშვებენ ლავროვს, პოზნერს, გავრილოვს, ეს არის მათი რუსული პოლიტიკა, ამას გამართლება არ აქვს, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, ისინი არიან კოლაბორაციაში კრემლთან, მკვლელ პუტინთან და ამ კრიმინალურ დაჯგუფებასთან.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი ოკუპაციის შესახებ კანონში, ირაკლი კობახიძის განცხადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics