|
2023-05-21 15:51:39, 892 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი ნაძირალა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური
„ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი ნაძირალა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური, არანაირი პოლიტიკური სახე ამ ადამიანს არ გააჩნია და ყველა მისი გამოჩენა არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „საზოგადოებას მარტივად ვკითხოთ, შემოგივარდნენ ოჯახში და მოგიკლეს მეუღლე, შვილები, დედა და ორი წლის შემდეგ, ამ მკვლელების ოჯახის წევრები თავად ვინც ახალისებდა თქვენი შვილების ოჯახის წევრების მკვლელობას თქვენს ოჯახში უნდა ქეიფი, მიიღებთ ამ ადამიანს? და ნორმალური იქნებ თქვენი ოჯახის წევრების მიღება ოჯახში? ეს არ არის ნორმალური, საქართველო არის ერთი დიდი ოჯახი და დიახ, ანწუხელიძის, ოთხოზორიას, თათუხაშვილის მკვლელებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებს საქართველოში არ უნდა ვმასპინძლობდეთ. 2023 წელს ამაზე რომ გვიწევს საუბარი ეს არის უმძიმეს ამბავი და დამსახურება „რუსული პარტიის“ რუსი ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის. კობახიძის, რომელმაც გავრილოვის ჩამოყვანას ხელი მოაწერა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა, არ უნდა გაგვიკვირდეს. გავრილოვიჩისგან რა შეიძლება გაუკვირდეს საქართველოს მოქალაქეს. ეს აუცილებლად ასეთ რაღაცებს ილაპარაკებს, რადგან გარუსებული ქართველია, ოკუპანტის ენით, რუსი პროპაგანდისტების ენით ლაპარაკობს. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს ირაკლი კობახიძის მიმართ - ჩვეულებრივი, უბრალოდ ნაძირალაა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური, არანაირი პოლიტიკური სახე ამ ადამიანს არ გააჩნია და ყველა მისი გამოჩენა არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციის და ყველაფერი იმის, რიტად ვამაყობთ ქართველი ხალხი.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხდებას.
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)