13:09 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-20 17:54:33, 969 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი „ოცნებას“ - არ შეიძლება ასე ეთამაშოთ და გააღიზიანოთ ხალხი

მე მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს, ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყვარელში მომხდარი ფაქტი და პირდაპირი ფრენების საკითხი არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომლებმაც კარგად იციან თუ როგორ უნდა დაიცვან ღირსება და დამოუკიდებლობა.

"მე მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს, ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან, გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებულები არიან იმით, რომ ფრენები აღდგა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, თავისი დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდებათ მათ, არავისგან და პირველ რიგში, არა იმ ქვეყნისგან, რომელიც არის ჩვენი მუდმივი ოკუპანტი, არა დღეს, გუშინ, გუშინწინ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე, სადაც აქტივისტები ლავროვის ოჯახის დასანქცირებული პირების კახეთში გასამართ ქორწილს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics