|
2023-05-19 22:03:59, 756 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობას - „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ - ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან, თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ
„სირცხვილია“ - ლიბერალურ ფაშისტული ორგანიზაცია, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული დანაყოფი, „ფრანკლინის კლუბი“ - ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან და თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ. მისი თქმით, მოძალადეები, რომლებიც კონკრეტულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თავისთავად არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ ასევე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლი. „მოძალადეები, რომლებიც კონკრეტულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თავისთავად არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ ასევე არიან თქვენი - კოლექტიური ნაცმოძრაობის მსხვერპლი. მე შეგახსენებთ „სირცხვილია“ - ლიბერალურ ფაშისტული ორგანიზაცია, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული დანაყოფი, „ფრანკლინის კლუბი“ - ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან და თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ, შესაბამისად, დიდწილად ეს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში 7-8 მარტს, არიან თქვენი - კოლექტიური ნაცმოძრაობის მსხვერპლი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)