14:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 19:05:34, 576 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური 7-8 მარტის აქციებზე - აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი

სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით.
„სატელევიზიო პირდაპირ ეთერებში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის,  რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა, ასევე, თავად აქციის მონაწილეებმაც მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება.

სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება.

დაახლოებით ღამის პირველ საათზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი და განხორციელდა სპეციალური ღონისძიება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება რუსთაველის მეტროს მიმართულებით დაეტოვებინათ ტერიტორია, ხოლო საპოლიციო კორდონებმა მსვლელობა დაასრულეს ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხაზგასასმელია, რომ ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით, რათა ერთის მხრივ მოქალაქეები დამორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და დაეცვათ წესრიგი, ხოლო მეორეს მხრივ დაეტოვებინათ ძალადობრივად მიმდინარე  შეკრების  ტერიტორია. პოლიციის მხრიდან გატარებული აღნიშნული ღონისძიებების შედეგად შეკრების მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics