|
2023-05-19 16:39:37, 888 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის ექიმებსა და ევექსის ჰოსპიტლები -შუახევის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს, სამინისტროს პროგრამული სიახლეები, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. ,,სამინისტრო პერმანენტულად მართავს შეხვედრებს სამედიცინო პერსონალთან, ვინაიდან სწორედ მოსახლეობის, სამედიცინო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმება ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. დღეს შეხვედრა გავმართე შუახევის მუნიციპალიტეტში და ადგილზე გავეცანი ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებებს, მათ ხედვებსა და საჭიროებებს“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მინისტრმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წელსვე დაგეგმილ სიახლეებზე და აღნიშნა, რომ გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებს დაემატება საკორექციო ორთოპედიული ნაწარმი. დაგეგმილია გადაუდებელი ქირურგიული მომსახურების თანაგადახდის დაფინანსებაც. შეხვედრის შემდგომ, მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ევექსის ჰოსპიტლები -შუახევის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე უფასო სამედიცინო აქციას გაეცნო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)