15:18 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 15:56:24, 783 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო

პარლამენტმა საქართველოში მოქმედი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.

რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო, თუმცა რეგისტრაცია მხოლოდ 54 დეპუტატმა გაიარა.

აღსანიშნავია, რომ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, პოლიტიკურმა ჯგუფმა „საქართველოსთვის“ მოამზადა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ანალოგიურ მეთოდს მაშინაც მიმართა, როცა კენჭისყრაზე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა გასულიყო და ოპოზიციას აღნიშნული კომისიის შესაქმნელად ხმები ჰყოფნიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics