|
2023-05-19 13:55:58, 831 ნახვა
პოლიტიკა
ვალერი კვარაცხელია - რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს ვაქცევთ მეგობრად
რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს ვაქცევთ მეგობრად,- ამის შესახებ პრორუსმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, ვვალერი კვარაცხელიამ რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისის ჩამოფრენის შემდეგ განაცხადა. კვარაცხელიას თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ქვეყანას ეკონომიკურ გაჯანსაღებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე და ყველა პრობლემის მოგვარებამდე მიიყვანს. „ურთიერთობები მიგვიყვანს ერთის მხრივ, ეკონომიკურ გაჯანსაღებამდე, მეორეს მხრივ, ტერიტორიულ გამთლიანებამდე და მესამე მხრივ, ყველა იმ პრობლემის მოგვარებამდე, რაც აქამდე იყო. ეს იყო პირველი ეტაპი, რაც ეხებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას - დაგვირგვინდა წარმატებით, ახლა ვნახავთ სხვა ნაბიჯები რა უნდა გადავდგათ ... „ქართული ოცნება“ აქ არაფერ შუაში არ არის, ჩვენ ვართ ის ჯგუფი, რომელმაც სახალხო დიპლომატიის დონეზე შევძელით გარღვევა ამ მოჯადოებული წრის. 23 წლის განმავლობაში ხალხი იტანჯებოდა, ვისაც მიმოსვლა სჭირდებოდა რუსეთ-საქართველოს შორის .. ვინც რუსეთი ოკუპანტად გადააქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს. ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად და გავათავისუფლებთ ყველაფერს, რაც გასათავისუფლებელია... მადლიერი ვარ - როცა ვიღაცას რაღაცას სთხოვ და შეგისურლებს, იმისი მადლიერი უნდა იყო“,- განაცხადა კვარაცხელიამ. შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს. მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)