|
2023-05-18 19:29:40, 881 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია
„ბატონი რომან გოცირიძის კითხვა „ლიპრიმარს“ ეხებოდა. თითქოს ეს მედიკამენტი ბაზრიდან გახდა და ვეღარ ყიდულობთ. ძალიან მარტივია ბატონო რომან, როცა ასეთ თემაზე ვსაუბრობთ, ინფორმაციის გადამოწმებაც. ნებისმიერს შეგვიძლია ვთხოვოთ, ვისაც ინტერესი აქვს გადაამოწმოს და მხოლოდ თბილისის მასშტაბით, აღნიშნული წამალი, 50-ზე მეტ აფთიაქში არის უფრო გაიაფებული, ვიდრე თქვენ ალბათ 3 თვის წინ ყიდულობდით. აფთიაქის ქსელი არ არის სადაც ამ წამალს არ ყიდდნენ. არ იყო რთული ამის გარკვევა და კითხვის დასმამდე შეგეძლოთ თქვენ თვითონ გენახათ“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს აზღვევს. „მედიკამენტ “ლიპრიმარის“ ფასი, რეფერენტული ფასწარმოქმნის პირობებში არის ბაზარზე, ჩვენთან არსებულ ფასთან შედარებით 20-25%-ით უფრო მაღალი. ამით მინდა იმის დადასტურება, რომ არანაირი დეფიციტის საშიშროება, ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომ მწარმოებლებმა მისი შემოტანა ვერ შეძლონ არ არსებობს. ყველა რისკს, რაც შესაძლო დეფიციტთან არის დაკავშირებული ძალიან კარგად და სკრუპულოზურად მივყვებით ფასწარმოქმნის დროს და ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)