|
2023-05-18 16:48:53, 702 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება. 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს სრულყოფილ მკურნალობას, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების ხარისხიანი მართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილი, ქვეყანაში სერვისების არასრული სპექტრის არსებობის გამო, სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სამედიცინო სერვისები, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამიდან და სოლიდარობის ფონდიდან, წლიური ლიმიტების ფარგლებში უნაზღაურდება, საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ჯიბიდან გადახდის წილი აღემატება დაფინანსების ლიმიტებს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება ოჯახებს. მინისტრის თქმით, სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, დასკვნით ეტაპზეა მსოფლიოს წამყვანი კლინიკების შერჩევა, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა თანამშრომლობაზე. „ამ ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება თანამშრომლობის გაფორმება აღნიშნულ სამედიცინო ცენტრებთან და შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების გაგზავნა უცხოეთში სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისის მისაღებად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)