20:00 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:44:06, 769 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვივნენ.

"ისრაელის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს შსს პოლიციის აკადემია, დაათვალიერეს აკადემიის ბაზა და სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.

სტუმრები ასევე, ეწვივნენ სსიპ-საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს.

დანაყოფებში სტუმრობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისრაელის დელეგაციის წევრებს ადგილზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისარმა, დელეგაციის წევრებთან ერთად პირველი შეხვედრა, შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics