|
2023-05-18 16:20:57, 628 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იუნგ სუნგმინი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ღვინის ექსპორტისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ კორეის რესპუბლიკასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, მხარეებს შორის, დაცული ტერიტორიების მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და აღნიშნული მიმართულებით, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. როგორც შეხვედრაზე კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, კორეის რესპუბლიკისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო საინტერესო და მიმზიდველია. იუნგ სუნგმინმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობა გახდება და ეს თანამშრომლობა, ორივე ქვეყნისთვის, ეფექტიანი და შედეგების მომტანი იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)