23:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:17:05, 658 ნახვა

საზოგადოება
მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავდაცვის კოდექსის პროექტი გააცნეს, რაც მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილეებმა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. 

"სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუმრებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics