|
2023-05-18 16:10:03, 626 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - რამდენიმე წელიწადში რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შესაძლებლობების მქონე სამედიცინო კომპლექსი გახდება
რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე წელიწადში გახდება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურის, მაღალი დონისა და შესაძლებლობების მქონე სამედიცინო კომპლექსი,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აზარაშვილის განცხადებით, უკვე შემუშავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმა და ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება დაწესებულება, რომელიც თანაბრად იზრუნებს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესებზე. „გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს ექნება მძლავრი საუნივერსიტეტო მაღალტექნოლოგიური საავადმყოფო 500 საწოლზე. გარდა ზემოაღნიშნული მიმართულებებისა, ახალ შენობაში განთავსდება ცენტრალური სისხლის ბანკი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის ცენტრი“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. გარდა ამისა, ზურაბ აზარაშვილმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალ შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოებეს ისაუბრა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. „სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებს სულად დააკმაყოფილებს. ამ სივრცეში განთავსდება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური ცენტრი და მისი გუნდი. მოეწყობა უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები“,- დასძინა აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)