|
2023-05-18 13:55:58, 709 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - დღევანდელ საქართველოზე შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის მონაკვეთია, როდესაც სახელმწიფო იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც უზენაეს ღირებულებებს
დღევანდელ საქართველოზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც სახელმწიფო ნამდვილად ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს; ხოლო, სამწუხაროდ, არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში ძალები, რომლებიც ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ, მაქსიმალურად გადაფარონ საქართველოს წარმატებები, რომლებიც უკავშირდება მის ევროპულ მომავალს, და წარმოაჩინონ საქართველო ისე, რომ თითქოსდა აქ ვინმეს აწამებენ, ვინმეს წამლავენ და ვინმეს არ მკურნალობენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის იცავდა ადამიანის ღირსებას და მისგან მომდინარე აბსოლუტურად ყველა ძირითად უფლებას. „მთლიანად რომ შევაჯამოთ ეს გადაწყვეტილება, საფუძველშივე მინდა, მივმართო როგორც ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, ისე, მათ შორის, მოწინააღმდეგე მხარესაც, რომელიც ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ ეს შთამბეჭდავ ტყუილთა ბურუსი რაც შეიძლება უფრო მძაფრი ყოფილიყო და საზოგადოებას ვერ გაეგო სიმართლე, თუ რა ხდებოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის ირგვლივ, მინდა, მათაც მივმართო და შევახსენო, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ერთ რამეს – საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის იცავდა ადამიანის ღირსებას და მისგან მომდინარე აბსოლუტურად ყველა ძირითად უფლებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)